ქინდერვილი

ქინდერვილი

rainbow

პირობები და ფასები

Kinderville-ს საბავშვო აკადემია იღებს პატარებს 1.5 წლის ასაკიდან 7 წლამდე!

ჩვენი სტანდარტული სამუშაო საათებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9.00-დან  19.00  საათამდე.

მომსახურების ყოველთვიური ღირებულება უფროსი ჯგუფებისთვის (3.5 წლიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის) – 230 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

მომსახურების ყოველთვიური ღირებულება ბაგის  ჯგუფებისთვის (1,5  წლიდან 3,5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის) – 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

ძვირფასო მშობლებო! გააკეთეთ სწორი არჩევანი! გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ ძიძა ან მოიყვანოთ თქვენი პატარა ქინდერვილში, სადაც მასზე იზრუნებს არა მხოლოდ ძიძა, არამედ აღმზრდელი, ფსიქოლოგი, პედიატრი, ლოგოპედი, მოწვეული პედაგოგები და კვალიფიციური მზარეული. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენმა პატარამ ოთხჯერადად მიიღოს ჯანსაღი საკვები, ბევრი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე, დროულად დაისვენოს. Kinderville-ს ყოველი დღე იქნება დატვირთული უამრავი საინტერესო მოვლენით, ახალი ინფორმაციით, მრავალფეროვანი აქტივობებით გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, შევუქმნათ ჯანმრთელი, ლაღი და განმავითარებელი გარემო Kinderville-ს აღსაზრდელებს!

ყველაზე დაკავებულ მშობლებს!  Kinderville-ს განსაკუთრებული შეთავაზება – ჩვენ ველით თქვენს პატარებს კვირაში 7 დღე, 24 საათის მანძილზე!  საბავშვო ბაღის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ უქმე დღეებში და არდადეგებზე, ბაღში მოქმედებს ასევე გახანგრძლივებული და  სადღეღამისო ჯგუფები.

გახანგრძლივებული და სადღეღამისო პაკეტის ანაზღაურება მოხდება დამატებითი შეთანხმებით.

 

Kinderville - თქვენი შვილის მეორე სახლი!

FacebookVirtual TourContact Us