ქინდერვილი

ქინდერვილი

rainbow

კვება

ჩვენ დავინტერესდით, რა მოთხოვნები აქვთ მშობლებს თავიანთი განუმეორებელი პატარას კვებითი რეჟიმის შესახებ. მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ პასუხობს Kinderville თქვენს ძირითად მოთხოვნებს და სურვილებს:

მოთხოვნა I – ეკოლოგიურად სუფთა საკვები

ყოველგვარი აკრძალული, ჯანმრთელობისთვის საშიში დანამატების გარეშე.

  • ჩვენი პრინციპია – მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებული პროდუქტის მოხმარება. მონტესორის ბაღის მენიუში არ შედის არანაირი ნახევარფაბრიკატი და ყველა კერძი, მათ შორის დესერტიც, მზადდება ახალი, ხარისხიანი პროდუქტით.

მოთხოვნა II – დაბალანსებული რაციონი

ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების აუცილებელი რაოდენობა.

  • მენიუ შემუშავებულია  ბავშვთა დიეტოლოგის მიერ და ითვალისწინებს ყველა ასაკობრივ საჭიროებას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ცილას, როგორც მოზარდი სხეულის საშენ მასალას და მენიუში ყოველდღიურად გვაქვს ხორციანი კერძები და რძის პროდუქტები.

მოთხოვნა III – ყოველდღიურად ცოცხალი ხილი და ბოსტნეული

  • უფრო მეტიც!  სეზონური ხილის და ბოსტნეულის  ახალგამოწურული ფრეში ყოველ დილით! ჩვენს აღსაზრდელებს ბაღში მოსვლის, გამოცვლის და ხელების დაბანისთანავე მიართმევენ ვაშლის და სტაფილოს ან სხვა გემრიელ, ახლადგამოწურულ წვენს, ამის გარდა კი გვექნება ხილის და ბოსტნეულის სალათები ყოველდღიურად!

მოთხოვნა IV – “უჭმელი ბავშვის” პრობლემა

  • თქვენი შვილი არ არის გამონაკლისი, როგორც წესი, ბავშვებს ნაკლებად უყვართ სასარგებლო და ჯანმრთელი საკვები. სწორედ იმიტომ, რომ ბევრი ბავშვის განსხვავებული გემოვნება დავაკმაყოფილოთ, ჩვენი მენიუ ძალიან მრავალფეროვანია, პროფესიონალი მზარეული კი ზრუნავს,  რომ საკვები არამარტო სასარგებლო და გემრიელი, არამედ მხიარულიც იყოს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ბაღის აღმზრდელები  ფსიქოლოგები არიან და მათი პროფესიული მოვალეობაა ყველა სახის ჭირვეულობისთვის მოძებნონ გამოსავალი, შეაყვარონ აღსაზრდელებს ჯანსაღი კვება და ის ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო პროცესად აქციონ.

იხილეთ კვირის მენიუ

 

Kinderville - თქვენი შვილის მეორე სახლი!

FacebookVirtual TourContact Us