სპორტული აღზრდა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია.
ქინდერვილის აღსაზრდელებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ სპორტის საათი წითელ პარკში, სუფთა ჰაერზე, კეთილმოწყობილ და უსაფრთხო სპორტულ სტადიონზე.
პროფესიონალი სპორტსმენის ზედამხედველობით ჩვენი პატარები დაეუფლებიან კარატეს ილეთებს.
მრავალფეროვანი სპორტული თამაშები და შეჯიბრებები კი განავითარებს მათ ფიზიკურ მონაცემებს, მოტორიკას, კოორდინაციას, გახდის უფრო მიზანდასახულებს და ასწავლის გუნდურობის პრინციპს.
Copyright © 2021 kinderville.ge. Created by www.websitedesign.ge