ქინდერვილი

ქინდერვილი

rainbow

გარემო

მოდით დავფიქრდეთ, კვირაში რამდენჯერ ვახერხებთ ჩვენი შვილების სუფთა ჰაერზე გასეირნებას? თუ ამ საქმიანობას  ყოველდღიურად ორ საათს მაინც უთმობთ – გილოცავთ! თქვენ ზუსტად ასრულებთ პედიატრების მითითებას.

თუ ეს  ასე არ არის და უამრავი ფაქტორი გიშლით ხელს, მაინც გილოცავთ! დღეიდან ამ პრობლემას ჩვენ გადაგიჭრით, რადგან ჩვენი საბავშვო ბაღი პირდაპირ პარკში დგას!

ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელი პარკი დილიდან საღამომდე ჩვენს განკარგულებაშია, ჟანგბადით მდიდარი მწვანე გარემო, მრავალწლოვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები,  ჩიტების ჟღურტული, შადრევნების ჩუხჩუხი,  სათამაშო და სპორტული მოედნები – ეს ყველაფერი ჩვენი ეზოა!

Kinderville-ის აღსაზრდელები ყოველდღიურად რამდენიმე საათს გაატარებენ სუფთა ჰაერზე, ითამაშებენ, ისწავლიან და ივარჯიშებენ ბაღის ეზოში და პარკში.ბავშვებს ექნებათ ყოველდღიური კონტაქტი ბუნებასთან, შეისწავლიან მას, დააკვირდებიან სეზონურ ცვლილებებს, თავად შეარჩევენ ბუნებრივ მასალებს (ტოტებს, გირჩებს, ფოთლებს, კენჭებს) ხელოვნების გაკვეთილებისათვის, ისწავლიან ზრუნვას ცოცხალ სამყაროზე.

Kinderville-ის შენობაშიც პატარებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი: კედლები შეღებილია სპეციალური საბავშვო, არატოქსიური საღებავებით, ყველა სათამაშო ლიცენზირებულია და დამზადებულია არატოქსიური მასალით, მონტესორის სპეციალური გარემო კი აღჭურვილია ძირითადად ნატურალური ხის და სხვა ნატურალური მასალებით დამზადებული სათამაშოებით.

უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის ყველა ჯგუფში დამონტაჟებულია აპარატურა ვიდეო-აუდიო კონტროლისათვის.

 

Kinderville - თქვენი შვილის მეორე სახლი!

FacebookVirtual TourContact Us