კლუბები

კლუბები

kids read

კლუბები

bee writerმონტესორის კლასი

მონტესორის პედაგოგიკა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ თქვენი პატარა  მომზადებული შეხვდეს სასკოლო ასაკს და სტრესის გარეშე, თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად გადავიდეს მისი ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.

გვერწმუნეთ, ჩვენი პატარა “მონტესორის აკადემიკოსები“ არამხოლოდ ადვილად დაძლევენ სკოლის პროგრამას, არამედ გამორჩეულები იქნებიან თანაკლასელებს შორის იმ მყარი საბაზისო ცოდნით, რომელსაც მონტესორის მეთოდი იძლევა.

მონტესორის კლასი – მონტესორის პედაგოგიკის საფუძველია.

უფრო ვრცლად…

 

boy flyingმხიარული სტარტები

სპორტული აღზრდა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვა ჩვენი პრიორიტეტია.

ქინდერვილის აღსაზრდელებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ სპორტის საათი წითელ პარკში, სუფთა ჰაერზე, კეთილმოწყობილ და უსაფრთხო სპორტულ სტადიონზე.

უფრო ვრცლად…

 

kids drawingუცხო ენების კლუბი

Kinderville-ს აღსაზრდელები შეისწავლიან ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჩვენი პედაგოგები სახალისო აქტივობების ფორმით შეაყვარებენ და ასწავლიან პატარებს ახალ სიტყვებს, სიმღერებს და ლექსებს უცხო ენაზე.

მონტესორის მეთოდით  ბავშვები სულ მცირე ასაკიდან ეჩვევიან და სწავლობენ ინგლისურ და რუსულ ანბანს.

უფრო ვრცლად…

 

bee painterკლუბი “მცირე სცენა“

კლუბში “მცირე სცენა” გაერთიანებულია ცეკვის, მუსიკის, დრამის და რეჟისურის გაკვეთილები.

ცეკვის გაკვეთილები შესანიშნავად ავითარებს ბავშვის პლასტიკას და მოტორიკას. აძლიერებს კუნთოვან სისტემას და სახსრებს, აყალიბებს კოორდინაციას და სინქრონული მოძრაობის უნარს. პატარები სწავლობენ კლასიკური, თანამედროვე და ხალხური ცეკვების, ასევე მხატვრული ტანვარჯიშის ელემენტებს.

უფრო ვრცლად…

 

girl painterკლუბი “პატარა ხელები“

აერთიანებს ხატვას, ძერწვას, აპლიკაციას, კონსტრუირებას, სხვადასხვა მასალის შემოქმედებით სახელოსნოს (ქაღალდი, ნაჭერი, ძაფები, ფერადი ცომები, ბუნებრივი მასალები და ა.შ.). განსაკუთრებული სიახლეა ქვიშაზე ხატვა, კრეატიული ხატვა და სახალისო კულინარია.

ზემოთჩამოთვლილი აქტივობები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბავშვის მოტორულ და სენსორულ განვითარებაში, აქვს ფსიქოთერეაპიული ეფექტი, ავითარებს პატარას წარმოსახვით სამყაროს და ფანტაზიას, განაპირობებს მისი ინტერესების მრავალფეროვნებას.

უფრო ვრცლად…

 

Kinderville - თქვენი შვილის მეორე სახლი!

FacebookVirtual TourContact Us