კლუბში “მცირე სცენა” გაერთიანებულია ცეკვის, მუსიკის, დრამის და რეჟისურის გაკვეთილები.
ცეკვის გაკვეთილები შესანიშნავად ავითარებს ბავშვის პლასტიკას და მოტორიკას. აძლიერებს კუნთოვან სისტემას და სახსრებს, აყალიბებს კოორდინაციას და სინქრონული მოძრაობის უნარს. პატარები სწავლობენ კლასიკური, თანამედროვე და ხალხური ცეკვების, ასევე მხატვრული ტანვარჯიშის ელემენტებს.
მუსიკის გაკვეთილებზე ბავშვებს უყალიბდებათ რიტმის და მუსიკის აღქმის უნარი, უვარჯიშდებათ მუსიკალური სმენა. პატარები თავად ხდებიან საბავშვო ორკესტრის წევრები, დგამენ მიუზიკლებს, ისინი იღებენ თეორიულ ცოდნას მუსიკის და მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ.
დრამის გაკვეთილებზე ჩვენი აღსაზრდელები პატარა მსახიობებად იქცევიან – სპექტაკლები, საზეიმო ღონისძიებები, მინი წარმოდგენები გამოავლენს მათ არტისტიზმს და ამასთან, თვითგამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა.
რეჟისურის გაკვეთილებზე პატარები თავად არიან თოჯინების და ჩრდილების თეატრის რეჟისორები. ისინი დამოუკიდებლად არჩევენ სცენარს, დგამენ, ახმოვანებენ, ანათებენ და ასრულებენ ყველა საჭირო მოქმედებას აღმზრდელების დახმარებით.
Copyright © 2021 kinderville.ge. Created by www.websitedesign.ge