კლუბები

კლუბები

kids read

მონტესორის კლასი

bee writer

მონტესორის პედაგოგიკა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ თქვენი პატარა  მომზადებული შეხვდეს სასკოლო ასაკს და სტრესის გარეშე, თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად გადავიდეს მისი ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.

გვერწმუნეთ, ჩვენი პატარა “მონტესორის აკადემიკოსები“ არამხოლოდ ადვილად დაძლევენ სკოლის პროგრამას, არამედ გამორჩეულები იქნებიან თანაკლასელებს შორის იმ მყარი საბაზისო ცოდნით, რომელსაც მონტესორის მეთოდი იძლევა.

მონტესორის კლასი – მონტესორის პედაგოგიკის საფუძველია.

ეს არის სპეციალური განმავითარებელი გარემო, რომელშიც ბავშვი სასარგებლო თამაშებით სწავლობს, ვითარდება და ყალიბდება უფროსების  ძალდატანების და უხეში ჩარევის გარეშე. სწორედ ამაშია მონტესორის პედაგოგიკის არსი: დამეხმარე, რომ გავაკეთო თვითონ. ბავშვს ეძლევა არჩევანის თავისუფლება და მასწავლებელს არა მენტორის, არამედ მეთვალყურის და დამხმარეს ფუნქცია აქვს.

მონტესორის კლასში შექმნილია 5 ზონა:

  • მათემატიკური ზონაში 

    ბავშვი ეუფლება მათემატიკის საწყისებს, სპეციალური სათამაშოების და აღმზრდელების დახმარებით სწავლობს თვლას, მიმატება-გამოკლების და გაყოფა-გამრავლების პრინციპებს, ათეულების, ასეულების და ათასეულების ცნებებს, ეცნობა გეომეტრიულ ფიგურებს და მათ თვისებებს. მონტესორის მათემატიკური სისტემა  უნიკალური საშუალებაა შეაყვაროს პატარას მათემატიკა, განუვითაროს ზუსტი და ლოგიკური აზროვნების უნარი, მოამზადოს ბავშვი სასკოლო ეტაპისთვის

  • ლინგვისტურ ზონაში

    ბავშვის წინაშე გადაიშლება ბგერების და ასოების სამყარო. ბავშვები სულ მცირე ასაკიდან ეჩვევიან ანბანს, ეცნობიან ასოებს, თამაშით ცდილობენ წერის დაწყებას, ასოების წაკითხვას, სიტყვების შედგენას. ენობრივი განვითარება გულისხმობს ბავშვების ლექსიკური მარაგის გაფართოებასაც,  სასკოლო ასაკისთვის კი მათთვის გაცილებით მარტივდება წერასთან დაკავშირებული მოტორული ამოცანები, კითხვა და გამართული მეტყველება.

  • სენსორული ზონის

    სპეციალური სათამაშოები ეხმარება ბავშვს შესანიშნავად განივითაროს მგრძნობელობითი სფერო. პატარები სწავლობენ განასხვავონ საგნები ფორმის, მოცულობის, წონის და მასალის მიხედვით, შეიგრძნობენ ტემპერატურულ, ხმოვან და საგემოვნებო მახასიათებლებს. სენსორულ ზონაში მუშაობა მნიშვნელოვანწილად ამზადებს ბავშვს მათემატიკური და ლოგიკური აზროვნებისთვის, უვითრებს მხედველობას, სმენას, ყნოსვას, გემოვნებას და შეხებით შეგრძნებებს.

  • სამყაროს ზონაში

    პატარა მისთვის გასაგებ ენაზე და თამაშის ფორმით შეიცნობს სამყაროს და გაიაზრებს მის მთლიანობას. მონტესორის მეთოდიკით ბავშვები ეცნობიან ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის საფუძვლებს, სწავლობენ ადამიანის ორგანიზმის, მცენარეების აგებულებას, ცხოველთა სამყაროს,  იგებენ რა არის კოსმოსი და ჩვენი პლანეტა, ერკვევიან სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის არსში.  ამ ზონაში ყველა იმ კითხვაზეა პასუხი, რომლებიც ჩვენს “აკადემიკოსებს“ მუდმივად უჩნდებათ.

  • პრაქტიკული ჩვევების ზონა

    - ეს არის თამაშები და აქტივობები ყოველდღიური ჩვევების და უნარების გამომუშავებისათვის: ღილების და ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, ჭურჭლის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სწორად და ფრთხილად ხმარება, საკუთარ თავზე,  გარშემომყოფებზე  და გარემოზე ზრუნვა. ბავშვი თამაშით და ხალისით გამოიმუშავებს ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, დახვეწს მის მოტორულ და სენსორულ უნარებს, მოამზადებს მას ზრდასრული ცხოვრებისთვის და რაც მთავარია, გაუჩენს მას დამოუკიდებლობის და საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდას.

ქინდერვილის დღე დატვირთულია მრავალფეროვანი და საინტერესო კლუბური აქტივობებით. უფროსი ასაკის ჯგუფებს ყოველდღიურად უტარდებათ მონტესორის კლასი სპორტი, უცხო ენა, კლუბი “მცირე სცენის” ერთ-ერთი გაკვეთილი და კლუბი “პატარა ხელების” ერთ-ერთი გაკვეთილი. უმცროსი ასაკის ჯგუფებისთვის იგივე აქტივობები ტარდება ასაკთან შესაბამისი გამარტივებული ფორმით და ხანგრძლივობით.
 
FacebookVirtual TourContact Us