ქინდერვილი

ქინდერვილი

rainbow

ჩვენ შესახებ

Kinderville-ს სიყვარულით და ზრუნვით აღსავსე გარემოში ყველა პირობაა შექმნილი თქვენი პატარას ფიზიკური, გონებრივი და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის.

ჩვენი პრიორიტეტებია:

  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ჯანსაღი კვება;
  • ბავშვის სწორი ფიზიკური და გონებრივი აღზრდა; უფრო ვრცლად…
  • ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული ფსიქოლოგებით და პედაგოგებით დაკომპლექტებული გუნდი; უფრო ვრცლად…
  • ბავშვისადმი  სიყვარულით და პატივისცემით გამსჭვალული გარემო, რომელიც გამორიცხავს სიმკაცრეს და ავტორიტარიზმს;
  • მუდმივი თანამშრომლობა მშობლებთან და ქინდერვილის ნოვაცია – ელექტრონული ჟურნალი, სადაც ჩვენი აღსაზრდელების მშობლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დინამიკას, მის მიღწევებს, ნამუშევრებს, ფოტოებს. ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით მშობლები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას ბავშვის შესახებ პედაგოგის, ფსიქოლოგის, ლოგოპედის და ჩვენი გუნდის სხვა წევრების მხრიდან.

Kinderville მონტესორის საბავშვო აკადემია – ეს არის მონტესორის პედაგოგიურ მეთოდზე დაფუძნებული პირველი  ბაგა-ბაღი საქართველოში. დიდი  იტალიელი პედაგოგის და ფსიქოლოგის, მარია მონტესორის უნიკალური პედაგოგიური სისტემა მოიცავს ბავშვთა ადრეული განვითარების სრულ კურსს, განაპირობებს ჩვენი პატარების შესაძლებლობების და ინტერესების მაქსიმალურ გამოვლენას და თავისუფალი, ჰარმონიული პიროვნების აღზრდას.  ვრცლად

მონტესორის პედაგოგიკა და ამასთან ერთად მრავალფეროვანი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა საფუძველია ბავშვის ინტერესებისა და უნარების მრავალმხრივი განვითარებისათვის, კერძოდ:

  • მოტორიკის, სენსორიკის, მეტყველების განვითარება, სწორი მათემატიკური აზროვნების ჩამოყალიბება, სამყაროს შესწავლა (ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ასტრონომიის საფუძვლები), კითხვის და წერითი უნარების ჩამოყალიბება, უცხო ენების საფუძვლები;
  • რიტმის და მოძრაობის უნარების განვითარება – ცეკვის, პლასტიკის, მუსიკის და დრამის კლუბებში;
  • შემოქმედებითი და მოტორული განვითარებისთვის – ხატვა, ძერწვა, ქვიშით ხატვა, სხვადასხვა მასალებით შემოქმედება, სახალისო კულინარია და სხვა მრავალი აქტივობა;
  • პრაქტიკული ცხოვრების უნარ-ჩვევების დაუფლებით პატარები სწავლობენ დამოუკიდებლობას, საკუთარ თავზე და სხვებზე ზრუნვას.

Kinderville მდებარეობს წითელ პარკში, ყაზბეგის გამზირზე.  ჩვენ გამოგვარჩევს უნიკალური მდებარეობა ქალაქის ცენტრში და ამასთანავე შუაგულ პარკში – ეკოლოგიურად სუფთა, ჟანგბადით მდიდარ, მწვანე გარემოში.

ჩვენ ველით პატარებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9.00-დან  19.00  საათამდე.

საბავშვო ბაღის მომსახურებით დამატებით შეგიძლიათ ისარგებლოთ უქმე დღეებში. ბაღში მოქმედებს ასევე გახანგრძლივებული და  სადღეღამისო ჯგუფები. უფრო ვრცლად…

 

Kinderville - თქვენი შვილის მეორე სახლი!

FacebookVirtual TourContact Us